LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალის ფეხბურთელების ავტოები: ვის ჰყავს ძვირი კოლექცია

59
maxresdefault

მრავალი წყაროს მონაცემებით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების უმრავლესობას ანტიკვარული და ძვირფასი ავტომობილები ჰყავს. ახლა „სამეფო გუნდის“ კოლექციიდან 5 ძვირფასს ავტოს შემოგთავაზებთ.

ვინისიუსი

ბრაზილიელს ჰყავს “Audi Q8 50 TDI Quattro Tiptronic” (ფოტოზე) და “Audi A7 Sportback”, რაც მადრიდელ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მოკრძალებულად მიიჩნევა.

ტიბო კურტუა

კარგი ხელფასის მქონე ბელგიელი ფლობს ლუქსის კლასის ელიტურ ავტომობილებს “Rolls-Royce Phantom” (ფოტოზე) და “Mercedes-AMG C63”.

ლუკა მოდრიჩი

ხორვატს შესანიშნავი კოლექცია აქვს. ერთ-ერთია “Bentley Continental GT”, რომლის ღირებულება დაახლოებით 219 000 დოლარია.

ქარიმ ბენზემა

ფრანგი ვარსკვლავი 6.3 მლნ დოლარის ღირებულების ავტოკოლექციას ფლობს. 2021 წელს მან ავტოპარკს 3.1 მლნ დოლარიანი “Bugatti Chiron” (ფოტოზე) შემატა. ამას გარდა, მის განკარგულებაშია “Bugatti Veyron” (1.8 მლნ დოლარი), “Ferrari 458 Spider” და მრავალი სხვა საოცარი ავტოები.
“Mercedes-Benz SLR”-ს საპატიო ადგილი უკავია ბენზემას ფარეხში – 936 000 დოლარი.

გარეთ ბეილი

აწ უკვე ყოფილ „რეალელს“ მდიდრული ავტოკოლექცია აქვს, რომელშიც შედის “Ferrari”, “Mercedes” და “Audi”.
ბეილი შეუმჩნევიათ “Bentley Continental GT”-ის (189 000 დოლარი), “Lamborghini Huracan”-ის (195 000 დოალრი), “Ferrari GTC4Lusso”-ის (ფოტოზე – 237 000 დოალრი) და “Mercedes SLS AMG”-ის (206 000 დოლარი) საჭესთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები