LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალმა სუპერთასი თითქმის მოიგო, ლაციომ მოიგო: ნეიმარის პირველი ფრანგული (ვიდეო)

20

უეფა-ს სუპერთასის მოგების შემდეგ, მადრიდის “რეალი” ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩის სათამაშოდ ბარსელონაში ჩავიდა.
“ბარსელონა” ნეიმარის გარეშე პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა, “რეალს” დისკვალიფიკაციის გამო ლუკა მოდრიჩი აკლდა, კრიშტიანო რონალდო კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში “რეალმა” გახსნა, რაშიც მას “ბარსას” ცენტრალური მცველი პიკე დაეხმარა, რომელმაც მარსელოს ჩაწოდების შემდეგ, საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

“ბარსელონამ” ანგარიში 77-ე წუთზე გაათანაბრა, როცა ლიონელ მესიმ ლუის სუარესის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა.

ამ დროისთვის, უკვე მოედანზე იყო გამოსული რონალდო. მესის გოლიდან სამი წუთის თავზე, სწორედ პორტუგალიელმა “რეალი” წინ მეორედ გაიყვანა – მან ისკოსგან მიიღო პასი, ჩამოიცილა პიკე და ბურთი შორეულ ცხრიანში ჩაახვია.

რონალდომ გოლი მაისურის გახდით აღნიშნა და ამის გამო ყვითელი ბარათი მიიღო, ორი წუთის შემდეგ კი პორტუგალიელი სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათითა და შესაბამისად, მოედნიდან გაძევებით დასაჯეს.

თუმცა, 10 კაცით დარჩენილმა “რეალმა” კიდევ ერთი გოლი გაიტანა – მარკო ასენსიომ ულამაზესი დარტყმით დაასრულა კონტრშეტევა – 3:1.

განმეორებითი მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 16 აგვისტოს გაიმართება, რომელიც პრაქტიკულად ფორმალობად გადაიქცა.

 

https://www.youtube.com/watch?v=5wLvM1KekoU

ბარსელონა – რეალი 1:3 (0:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, უმტიტი, ვიდალი, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა (რობერტო 68), რაკიტიჩი (ალკასერი 83), დეულოფეუ (დ.სუარესი 59), მესი, ლ.სუარესი.

რეალი: ნავასი, ვარანი, რამოსი, კარვახალი, მარსელო, კაზემირო, კოვაჩიჩი (ასენსიო 68), კროოსი, ისკო, ბეილი (ლ. ვასკესი 81), ბენზემა (რონალდო 58).

გოლები: 0:1 პიკე (50 ს.კ.), 1:1 მესი (77 პენ.), 1:2 რონალდო (80), 1:3 ასენსიო (90)
გაფრთხილებები: პიკე, მესი, ბუსკეტსი – კაზემირო, ბეილი, კარვახალი, ნავასი, რონალდუ

გაძევება: რონალდო (82)

 

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” სეზონი წარუმატებლად დაიწყო – რომის “ლაციომ” მრისხანე მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და იტალიის სუპერთასი მოიგო. “სტადიო ოლიმპიკოზე” გამართული მატჩი ძალზე დაძაბული და დრამატიზმით აღსავსე გამოდგა.

“არწივებმა” იტალიის სუპერთასი მეოთხედ მოიგეს, აქედან მეორედ “იუვენტუსთან” დაპირიპირებაში. ისიც აღსანიშნავია, რომ “ლაციალემ” რევანში აიღო – 3 თვის წინ კოპა იტალიის ფინალში მარცხისთვის და ასევე, 2013 და 2015 წლებში იტალიის სუპერთასზე დამარცხებისთვის.

“იუვენტუსი” – “ლაციო” 2:3 (0:1)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”, 70 000 მაყურებელი

“იუვენტუსი”: ბუფონი; ბარძალი, ბენატია (დე შილიო 57), კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი; კუადრადო (დუგლას კოშტა 57), დიბალა, მანჯუკიჩი (ბერნარდესკი 72); იგუაინი

“ლაციო”: სტრაკოშა; უოლასი, დე ვრეი, რადუ; ბასტა (მარუსიჩი 75), პაროლო, ლუკას ლეივა (მურჯია 80), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (ლუკაკუ 75); ლუის ალბერტო, იმობილე

გოლები: 0:1 იმობილე (32, პენ), 0:2 იმობილე (54), 1:2 დიბალა (85), 2:2 დიბალა (90, პენ), 2:3 მურჯია (90)

გაფრთხილება: ბუფონი (31), მანჯუკიჩი (52), პაინიჩი (74) – ლუკას ლეივა (41), ლულიჩი (71), პაროლო (84), იმობილე (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 11 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 8:7 თამაშგარე: 0:1

 

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა ნეიმარმა პირველი მატჩი ჩაატარა ახალი კლუბის – “პარი სენ-ჟერმენის” შემდგენლობაში.

საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში, ბრაზილიელი პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში “გინგამთან” გასვლით მატჩში გამოჩნდა. მასპინძლებმა 52-ე წუთამდე გაუძლეს ფავორიტს, რის შემდეგაც პარიზელებმა ანგარიში იკოკოს ავტოგოლით გახსნეს.

62-ე წუთზე ნეიმარმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ედინსონ კავანი და ანგარიში 2:0 გახდა. 82-ე წუთზე კი ამ ფეხბურთელებმა როლები გაცვალეს და კავანის პასით ნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა – 3:0.

“პარი სენ-ჟერმენმა” მეორე მატჩი მოიგო და 6 ქულით ჩემპიონატის ლიდერია “ლიონთან”, “მონაკოსთან”, “მარსელთან” და “სენტ ეტიენთან” ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები