მადრიდის “რეალმა” ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლიონელ მესის ყიდვა სამჯერ სცადა. ყოველ ჯერზე მოლაპარაკებები ძალიან ხანმოკლე იყო და მადრიდული გრანდი უარს იღებდა.
ნეიმარის მიმართ ”რეალის” ინტერესის შესახებ გავრცელებული ხმების ფონზე ესპანური რადიოსადგური ”Cadena COPE” აცხადებს, რომ ფლორენტინო პერესმა კატალონიური კლუბის მთავარი კერპის შეძენა არაერთხელ სცადა.
პირველად ”რეალს” წარუმატებელი მცდელობა 2011 წელს ჰქონდა, როდესაც მადრიდული კლუბიდან ”მანჩესტერ სიტიში” კრიშტიანო რონალდოს წასვლის ეშინოდათ. ორი წლის შემდეგ პორტუგალიელის საკითხი ისევ წამოიჭრა – ამ დროს ნეიმარი ”ბარსელონას” ახალი ნაყიდი ჰყავდა. პერესმა ”რეალის” ხელმძღვანელობას კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკება დაავალა, რომელიც ისევ უშედეგოდ დასრულდა.
მესამე შეხვედრა ”Cadena COPE”-ს ინფორმაციით, ერთი წლის წინ შედგა: ”სამეფო კლუბის” წარმომადგენლებმა კი ისევ ცივი უარი მიიღეს.
ამ წარუმატებლობის შემდეგ პერესი მთლიანად ნეიმარზე გადაერთო.