LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეიტინგების ომში „რუსთავი 2“ იმარჯვებს – ნანუკა ჟორჟოლიანის კამათი სოციალურ ქსელში

48

ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წინა კვირის ტოპ-25 გადაცემას აქვეყნებს და მათ შორის ყველა „რუსთავი 2“-ზე გადის. ყველაზე დიდი წილი რეიტინგის თვალსაზრისით თურქულ სერიალ „ქარადაის“ უკავია, რომელიც ამ არხის ეთერში დიდი ხანია, გადის.  

პირველ ხუთეულში შედის, რასაკვირველია, „ნიჭიერი“, პირველი პოზიციით, შემდეგი გახლავთ „ვანოს შოუ“, მესამე ადგილზეა ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა „განსხვავებული აქცენტები“, შემდეგ „კურიერი პ.ს.“, მეხუთეზე ტოპგადაცემებს შორის ცხრასაათიანი „კურიერია“, მეექვსეზე კი – ნანუკა ჟორჟოლიანის თოქშოუ.

სატელევიზიო რეიტინგებთან და მათი შედგენის წესთან დაკავშირებით ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდიდან ჰქონდათ შეკითხვები, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ეს რეიტინგები არსებობს და ამით ხელმძღვანელობს სატელევიზიო სფერო საქართველოში.

ნანუკას მიერ ზემოხსენებული რეიტინგის გამოქვეყნებას მისსავე კედელზე სოციალურ ქსელში მსჯელობა მოჰყვა ამ თემაზე. ერთ-ერთ ინტერნეტმომხმარებელი ტელეწამყვანს სწერს: „ნანუკა, აბა, ერთი თქვენი გადაცემა სხვა რომელიმე არხზე გავიდეს და მერე შევხედოთ რეიტინგს. ბოლოდან მეორე იქნება, სავარაუდოდ… მე მახსოვს თქვენი გადაცემები სხვა არხებზე, მაგრამ ყურებადობა არ გქონდათ დიდი… ყველა ეს გადაცემა სხვა არხზე რომ გადავიდეს და „რუსთავი 2“-ზე კატისა და ძაღლის ჩხუბი გაუშვან, დამერწმუნეთ, რომ რეიტინგით გაჯობებთ“. ნანუკა კრიტიკის ავტორს მალევე შეეკამათა: „ჩემი გადაცემა „იმედზე“ რომ გადიოდა, იყო ყველაზე რეიტინგული არხზე და ხშირად უგებდა „რუსთავი 2“-ის გადაცემებს… თქვენ რასაც ამბობთ, თქვენი ეჭვია და სურვილი. მე რასაც ვამბობ, ფაქტია, რომელიც ციფრებით დასტურდება…“

ერთ-ერთმა „ფეისბუქ“-მომხმარებელმა კი დაწერა, რომ არ უკვირს, ამ რეიტინგში „ჩემი ცოლის დაქალებმა“ 25-ე ადგილი რომ დაიკავა, რადგან ბოლო ორი კვირაა, არც ერთმა სერიამ არ დააინტერესა.

ნანუკას ამ სტატუსს ბევრი დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა და აღნიშნავენ, რომ ტელეარხს ამ სფეროს ბაზარზე ფაქტობრივად, მონოპოლია აქვს. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი კი წერს: „ქვეყნის წამყვანი არხის რეიტინგულ გადაცემათა შორის მერვე, მეცხრე და მეათე ადგილზე თურქული სერიალი რომ იქნება, აი, იმ ერს მართლა რა უნდა ეშველოს ოდესმე…“

06969959-44fa-449a-9a91-9c3b63195ea0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები