LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეკორდი: ნახტომი მოძრავი ავტომობილიდან მოძრავ ავტომობილზე (ვიდეო)

51

რუსმა ვლადიმერ იარიგინმა რეკორდი დაამყარა, მან მსოფლიოში პირველი FMX-ნახტომი გააკეთა, რაც გულისხმობს მოძრავი ტრამპლინიდან მოძრავ  სატვირთო ავტომობილ БелАЗ 75710-ზე გადახტომას, საინტერესოა, რომ БелАЗ 75710 პლანეტაზე ყველაზე დიდი სატვირთო ავტომობილია.

ნახტომი მიწიდან 8,75 მეტრზე განხორციელდა, ორ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას შორის მანძილი კი 20 მეტრს აღემატებოდა. როგორც წესი, FMX-ნახტომები სტატიკურ კონსტრუქციებზე ხორციელდება, თუმცა, ამჯერად ტრამპლინიები БелАЗах-ზებზე დამონტაჟდა, რომლებიც განსაზღვრული სიჩქარით მოძრაობდნენ.

ვლადიმერ იარიგინმა ტრიუკი Hart Attack შშეასრულა და ის რუსეთის რეკორდების წიგნში დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები