როგორც მოგეხსენებათ ტუნინგატელიე Alpine ფრანგულ ავტომწარმოებელ კომპანია Renault-ს ეკუთვნის, რომელმაც რამდენიმე საათის წინ მომხმარებლები ახალი ავტომობილის პრეზენტაციის თარიღის გამოცხადებით გაახარა. როგორც კომპანიის ოფიციალურ ანონსშია ნათქვამი, A120 ჟენევის ავტოშოუზე, 2016 წლის მარტში გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვით ადრე, ლეგენდარული ბრენდის Alpine-ს დაამაარსებელი ბერნარდ ოლივიე აცხადებდა, რომ ახალი სპორტქარის გამოშვება 2017 წლისთვის იგეგმებოდა.
სერიულ წარმოებაში Renault Alpine A120-ის საბაზისო მოდელი, კონცეპტუალური ავტომობილი Alpine Celebration გახდება. თუმცა, როგორც Renault-ში აცხადებენ, A120 კონკურენციას გაუწევს ისეთ ავტომობილებს, როგორიცაა Porsche და Audi TT. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წარმომადგენლებს ახალი მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებზე არ უსაუბრიათ, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ A120-ის კაპოტქვეშ 1.8 ლიტრიანი, 4 ცილინდრიანი ტურბინიანი ძრავი მოთავსდება, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალაა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი ავტომობილი ძალიან მსუბუქი და მანევრირებადი იქნება, გარდა ამისა ცნობილია, რომ Renault Alpine A120 ტექნოლოგიური ინოვაციებითაც იქნება გამორჩეული. ახალი სპორქტარი 3-5 ათასამდე ეგზემპლიარად დამზადდება.