LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen Renault-თან ერთად ელექტროქარების დამზადებაზე უარს ამბობს

119
Renault

Volkswagen არ აპირებს, რომ Renault-თან ერთად ელექტროქარები გამოუშვას. გერმანულმა ბრენდმა ფრანგულ მარკასთან ალიანსის შექმნა გადაიფიქრა: ორივე გიგანტი „ელემენტიან“ მოდელებს მხოლოდ თავისი ძალებით აწარმოებს. ინსაიდერთა ინფორმაციით, წამყვან ავტომწარმოებელთა შეთანხმება თითქმის ხელმოწერილი იყო, თუმცა ხელის შემშლელი გახდა წარმოების ადგილის განსაზღვრა: ამ საკითხში დათმობა არავინ მოინდომა.

Volkswagen-იცა და Renault-ც ფიქრობდნენ, რომ 20 ათას ევრომდე ფასის ბიუჯეტური ელექტრომობილი თავის ქარხანაში ეწარმოებინათ: კომპრომისის პოვნა ვერ მოხერხდა. შედეგად ფრანგული ბრენდი პროექტ Twingo EV-ს დამოუკიდებლად გააგრძელებს, თუმცა სხვა კონცერნთან (Nissan-თან ან Mitsubishi-სთან) ძალების გაერთიანება გამორიცხული ისევ არ არის. Volkswagen თავისი სითი-ქარის შესახებ დეტალებს უახლოეს კვირებში გაასაჯაროებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები