LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault Kwid-მა სუპერგმირული ვერსია მიიღო

26

ფრანგულმა მარკა Renault-მ კომპაქტური ჰეთჩბეკის ახალი მოდიფიკაცია გაასაჯაროვა, რომელიც სტუდია Marvel-თან ერთად შეიმუშავა.

განსაკუთრებულ ვერსიას Super Hero Edition დაარქვეს. წარმოდგენილია Renault Kwid-ის ორი სპეცვერსია, ერთი მათგანი კაპიტან ამერიკას ეძღვნება, მეორე კი რკინის კაცს. ეს ავტომობილები მხოლოდ ინდოეთის ბაზრისთვის არის განკუთვნილი.

მოდიფიკაცია, რომლის შემუშავებაზეც დიზაინერები რკინის კაცმა შთააგონა, წითელ ფერშია გადაწყვეტილი, ძარაზე ოქროსფერი სტიკერებია დატანილი. ასეთივე ფერთა სქემაა გამოყენებული სალონშიც. Kwid-ის მეორე სპეცვერსია კი თეთრია და კაპიტან ამერიკას სტიკერებით არის გაფორმებული. ინტერიერში წითელი და ლურჯი ფერის დეკორატიული ჩანართებია გამოყენებული.

ორივე სიახლე ლიტრიანი ბენზინის ძრავით არის ხელმისაწვდომი, რომლის სიმძლავრეც 68 ცხენის ძალაა. ძრავი ხუთ საფეხურიან მექანიკურ ან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

ინდოეთში Kwid Super Hero Edition-ზე წინასწარ შეკვეთებს იღებენ. ავტომობილის ფასი 434 რუპიაა.

სუპერგმირული ავტომობილის სახალხო დებიუტი ინდურ გამოფენა Auto Expo-ზე შედგება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები