LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault–მ ელექტროქარში ჭკვიანი სახლი ჩააშენა

39

კომპანია Renault–მ ფრანქფურტის ავტოსალონზე კონცეპტი Symbioz–ი წარმოადგინა, რომლის სალონიც, ავტორების ჩანაფიქრით, სახლის ინტერიერის გაგრძელება უნდა გახდეს. ავტომობილი მჭიდროდ არის ინტეგრირებული ჭკვიანი სახლის სისტემასთან და აღჭურვილია ავტოპილოტითა და ელექტროძრავით.

„სიმბიოზის“ ერთ–ერთი განსაკუთრებულობა ის არის, რომ ავტომობილს შეუძლია ენერგია სახლს გაუცვალოს, რასაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ერთიანი ინტელექტუალური ქსელის დახმარებით მოახერხებს. მაგალითად, საცობში დგომისას, ავტომობილი ენერგიას თავისი ძრავისგან სახლის განათების, ეკრანებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მუშაობისთვის გასცემს. სახლის გარეთ პროტოტიპი ავტოპილოტით იმართება: პირველი და მეორე რიგის სავარძლები ერთმანეთისკენ ტრიალდება, მულტიმედიური კომპლექსი კი ავტომატურად ეწყობა მგზავრების გემოვნებას.

„სიმბიოზის“ შექმნაში კომპანიები LG(ინტერფეისების შემუშავება), Ubisoft(ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია), Devialet(აუდიოსისტემა), IAV(ავტონომიური მართვა) და TomTom (გეომონაცემები) მონაწილეობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები