LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault-მა ახალი მოდელის თიზერი გაავრცელა

75

სპორტული მანქანების მწარმოებელი, RenaultSport აქვეყნებს  უცნობი ’’ავტომობილის’’ თიზერს, რომელიც მსოფლიოს ავტოასპარეზე უახლოეს დროში უნდა გამოჩნდეს. ფოტო გავრცელდა კომპანიის Facebook გვერდზე. ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, იქნება ეს სრულიად ახალი თუ არა, ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი. არაა გამორიცხული, კომპანია მოდიფიცირებული ვარიანტის Twingo-ს კომპაქტურ ვერსიაზე საუბრობდეს, რომელსაც წინამორბედისგან განსხვავებით, სახელიც  განსხვავებული ექნება. მისი სახელი იქნება GT და არა RS. ავტომობილს ექნება სამცილინდრიანი, 0.9 ლიტრიანი ძრავი, 109 სიმძლავრით. ანალოგიური აგრეგატითაა უზრუნველყოფილი ყველაზე ძლიერი კომპაქტავტომობილი Smart, რომელიც მომზადებულია Brabus-ის მიერ. Smart-ები და Renault Twingo-ს მესამე თაობა, შექმნილია საერთო ძალებით ფრანგულ კომპანიასთან და კონცერნთან Daimler ერთად.

მოდელებს აქვს 70 პროცენტამდე საერთო კომპონენტები. უკანასკნელი Renault-ის სპორტული ქმნილება გახდა კონცეპტუალური, ექსტრემალური ვარიანტი Hot Hedge Clio – RS16. ავტომობილმა მიიღო 275 სიმძლავრის ძრავი.