ელექტრომობილი Renault 5 სალონში დამონტაჟებული პურის ჩასადებით გამოვა ბაზარზე. მოდელის პრემიერა ჟენევის ავტოსალონზე რამდენიმე დღის წინ შედგა. სიახლეს რეტრო სტილში შესრულებული ვიზუალი აქვს, CHatGPT-ის ბაზაზე მომუშავე ასისტენტები და 3D პრინტერზე დაბეჭდილი დეტალებითაა სავსე. გარდა თანამედროვე აღჭურვილობისა, ფრანგული ჰეტჩბეკი უნიკალური ელემენტებითაა გამორჩეული: მაგალითად, ის გახდა მსოფლიოში პირველი ავტომობილი რომელიც ბაგეტის ჩასადების სპეციალური სამაგრითაა აღჭურვილი.
„არანაირი ფქვილი და ნამცეცები თქვენს ულამაზეს სალონში“ – აღნიშნავს Renault-ის პრეს-სამსახური, როცა საცხობიდან სულ ახლად გამოტანილი პურის ჩასადებზე საუბრობს. სიახლე კი წარმოადგენს დაწნულ კალათს, რომელიც ცენტრალური კონსოლის მარჯვენა მხარესაა ჩამაგრებული. პურის ჩასადების დასამზადებლად Renault-მა ცნობილი დიზაინერი მარგარეტ ერლანი მოიწვია.




