LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault-Nissan-ის ალიანსი მსოფლიოში უმსხვილესი ავტომწარმოებელი გახდა

48

2017 წლის შედეგების მიხედვით, Renault-Nissan-ის ალიანსი მსოფლიოში უმსხვილესი ავტომწარმოებელი გახდა. მას შემდეგ, რაც Mitsubishi Motors შეიძინა, კომპანიამ გაყიდვები 10,61 მილიონ ერთეულამდე გაზარდა და Volkswagen-ის კონცერნს აჯობა.

Automotive News წერს, რომ Nissan-ის გაყიდვები 5,82 მილიონ ავტომობილს, ხოლო Renault-ს გაყიდვები 3,76 მილიონს შეადგენს. რაც შეეხება Mitsubishi-ს, მან 1,03 მილიონი ავტომობილის რეალიზაცია მოახდინა. ალიანსისთვის შემდეგი ეტაპი 14 მილიონი გაყიდული ავტომობილის მაჩვენებლამდე მიღწევა იქნება.

წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2017 წლის მონაცემების მიხედვით, უმსხვილესი მწარმოებელი შესაძლოა Volkswagen Group გამხდარიყო, თუმცა, Automotive News-ის ინფორმაციით, VW-ს გაყიდვების შედეგი 10,53 მილიონი გაყიდული ავტომობილია. მესამე პოზიციაზე გაყიდული 10,2 მილიონი ავტომობილით Toyota გავიდა.

კომპანია Nissan-მა Mitsubishi Motors-ის 34%-იანი წილი 2016 წელს შეიძინა. ამის შემდეგ, იაპონური მწარმოებელი Renault-Nissan-ის ალიანსის ნაწილი გახდა. კომპანიები გეგმავენ საერთო ქარხნები და პლატფორმები გამოიყენონ და ტექნოლოგიები ერთმანეთში გაცვალონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები