LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault ტრადიციულ კროსოვერებს აღარ გამოუშვებს

109
Renault ტრადიციულ კროსოვერებს აღარ გამოუშვებს

Renault აპირებს, რომ კროსოვერების ვიზუალი რადიკალურად შეცვალოს. ბრენდის შეფ-დიზაინერმა განაცხადა, რომ ფრანგული ავტომწარმოებელი „ტრადიციულ კროსოვერებს“ აღარ გამოუშვებს. 2028 წლიდან SUV მოდელების ახალი ელემენტიანი თაობა გაჩნდება და ფრანგები მყიდველებს ახალ და ძალიან თამამ გადაწყვეტილებებს შესთავაზებენ. ახალი მოდელები ძალიან განსხვავებული, თუმცა ამავდროულად პრაქტიკული და კომფორტული იქნება.

მთავარი დიზაინერის თქმით, ევროპელები თანამედროვე კროსოვერების ვიზუალით უკმაყოფილოები არიან – ისინი ხშირად ხდებიან კრიტიკის ობიექტები, განსხვავებით იმავე ზომის მინივენებისა. გარდა ამისა, ბაზარზე სულ უფრო და უფრო ცოტა უნივერსალია, ეს მაშინ როცა ისინი ბევრ ავტომოყვარულს აკლია. ამასთან დაკავშირებით renault მომავალში უნივერსალური ავტომობილების წარდგენას გეგმავს, ისეთების რომლებიც მიმზიდველი იქნება როგორც გარედან, ასევე ძალიან პრაქტიკული და კომფორტული – შიგნიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები