LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რენომ ახალი პიკაპის კონცეპტი წარმოადგინა

51

ფრანგულმა ავტოკომპანია რენომ, ფრანქფურტის ავტოშოუზე, ახალი თაობის პიკაპის „Alaskan“-ის კონცეპტი წარმოადგინა. ახალი კონცეპტი გამოირჩევა საკმაოდ აგრესიული დიზაინით, განახლებულია მისი წინა ნაწილი, ფარები, რადიატორის სისტემა, მაგრამ პიკაპის ძირითადი ზომები იგივე დარჩა. სიახლეა 21-იანი დისკებიც.

ახალი პიკაპი საჩუქრად მიიღებს ოთხცილინდრიან ტურბოდიზელ ძრავსაც, რომელიც  საკმაოდ მძლავრი იქნება. გარდა ამისა, ავტომობილს ექნება სამი ძირითადი მარეგულირებელი პოზიცია, რომლითაც ის ყველა დაბრკოლებას გადალახავს, ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გამოვა ავტომობილი  ბაზარზე. თუმცა, როგორც ავტოდილერები ამბობენ, ახალი „Alaskan“ დიდ პოპულარობას მოიპოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები