LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანას და დრეიკს რომანი აქვთ

59

მას შემდეგ, რაც რიანამ და დრეიკმა სიმღერაზე „Work“ გადაღებული კლიპი წარმოადგინეს, ხმები იმის შესახებ, რომ მათ შორის მეგობრობის გარდა რაღაც მეტი არსებობს, არ ცხრება. დასავლური პრესა წერს, რომ ისინი ერთმანეთს ჩუმად ხვდებიან.

გამოცემა People-ის ცნობით, წყვილი ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა ხვდება, თუმცა მაქსიმალურად ცდილობს, ყველაფერი მკაცრად გაასაიდუმლოს.

შეგახსენებთ, რომ რიანა და დრეიკი ერთმანეთს 2010 წელსაც ხვდებოდნენ, თუმცა მალევე დაშორდნენ, რომლის შემდეგაც ბარბადოსელი მომღერალი კრის ბრაუნს დაუბრუნდა.

ამ დღეებში, ლოს-ანჯელესში გამართულ AntiWorld Tour-ის ფარგლებში გამართულ კონცერტზე, სცენაზე დრეიკი გამოჩნდა, მაყურებელს არ გამოპარვია, რომ რიანას და მას შორის სხვაგვარი დამოკიდებულება იყო, შესაბამისი ვიდეო კი მალევე გავრცელდა ინტერნეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები