LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგაში 100 წლის მძღოლმა ვერ შენიშნა, როგორ მოყვა ავარიაში

72

რიგაში პოლიციელებმა მძღოლი გააჩერეს, რომელიც საგზაო შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. ამასთან, დოკუმენტების შემოწმებისას გაირკვა, რომ მძღოლის ასაკი 100 წელი იყო.

წითელი Mazda-ს მფლობელის განცხადებით, ის არ ცდილობდა ავარიის ადგილიდან მიმალვას, მან უბრალოდ ვერ შენიშა, როგორ დაეჯახა დაპარკინგებულ Mercedes-Benz-ს. ამასთან, პოლიციელებმა გერმანული მარკის ავტომობილის მძღოლი ვერ იპოვეს. მიიღებენ თუ არა რამე სახის ზომებს 100 წლის ავტომფლობელის მიმართ, უცნობია.

წინათ, ფრანგული ლო და გარონას დეპარტამენტის ჟანდარმებმა 85 წლის ქალი დააკავეს, რომელიც Renault Twingo-თი 160 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. კანონდარღვევა ქალბატონმა იმით ახსნა, რომ ძალიან აგვიანდებოდა.

გასული წლის ზაფხულში კი ბელგიაში დააჯარიმეს და სამი თვით მართვის მოწმობა 79 წლის ადგილობრივს ჩამოართვეს. ის თავისი Porsche-ში საერთო სარგებლობის გზებზე 238 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები