LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rivian-ის კლიენტი თავის ელექტროქარს 3 წელი ელოდა. მანქანა 2 დღეში გაფუჭდა

142
rivian

Rivian R1S-ის ყველგანმავლის მყიდველმა ავტომობილი ზუსტად 2 დღეში დაკარგა, არადა მას მთელი 3 წელი ელოდა. 24 წლის ჩეიზ მერილიმ ელექტროქარის დეპოზიტი 2020 წელს შეიტანა, სანატრელი ავტომობილი კი მხოლოდ 2023 წელს მიიღო. მერილი ძალიან ბედნიერი იყო, თუმცა „თაფლობის თვე“ როგორც ის R1S-ის ფლობას უწოდებს, დიდ ხანს არ გაგრძელებულა და 85 626 დოლარიანი მანქანა 2 დღეში გამოვიდა მწყობრიდან.

ჩეიზ მერილი დიდ ხანს ფიქრობდა, ღირდა თუ არა თავისი Ford Edge-ის ელექტროქარით ჩანაცვლება და საბოლოო გადაწყვეტილება ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნით მიიღო.

2023 წლის 10 მარტს, 3 წლიანი ლოდინის შემდეგ ის როგორც იქნა R1S-ის საჭესთან მოკალათდა. 2 დღის შემდეგ მთებისკენ წავიდა, სადაც ოჯახს სახლი აქვს. ყველგანმავალი დათოვლილ გზას თავს კარგად ართმევდა, თუმცა შემდეგ თოვლის დონემ იმატა და Rivian გაიჭედა.

მეპატრონეს ევაკუატორის გამოძახება დასჭირდა და ავტომობილის სერვისამდე გადაყვანაში 2100 დოლარიც გადაიხადა.

ადგილზე მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ ავტომობილს სერიოზული არაფერი სჭირდა, თუმცა ჩეიზი კარგად აწვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები