LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ დაუნი-უმცროსი ძალებს რეჟისურაში ცდის

27

რობერტ დაუნი-უმცროსმა გადაწყვიტა, შემოქმედებითი სფერო გააფართოვოს და ძალები ახალ საქმეში სცადოს. „რკინის კაცის“ ვარსკვლავი რეჟისორი გახდება: მსახიობი არა სრულმეტრაჟიანი ფილმის, არამედ სატელევიზიო სერიალის გადაღებას გეგმავს.

როგორც დასავლური ტაბლოიდები წერენ, დაუნი-უმცროსი სერიალის „Singularity“ რეჟისორი და პროდიუსერი იქნება, თუმცა პროექტის დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ მთავარ როლს მაიკლ ჰოლი შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ 1988 წელს გამოვიდა ფილმი „Johnny, be good”, სადაც დაუნი-უმცროსი და ჰოლი მთავარ როლებს ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები