LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ პატინსონი Dior-ის სარეკლამო კამპანიაში

64

ბრიტანელი მსახიობი რობერტ პატინსონი კიდევ ერთხელ გახდა Dior-ის მოდის სახლის სახე და საგაზაფხულო-საზაფხულო კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც თავად კარლ ლაგერფელდი უძღვებოდა.   

გადაღებები პარიზში, მოდელიორის სტუდიასთან ახლოს გაიმართა. შავ-თეთრი ფოტოები ნუარის ჟანრის ფილმების სტილშია გაკეთებული, პატინსონი კი, ქალაქის ქუჩებში მზის სათვალითა და სმოკინგში გამომოწყობილი სეირნობს. ”ძალიან მიყვარს ღამე გადაღება, რადგან ამ დროს ქალაქი ერთ დიდ სტუდიად იქცევა ღია ცის ქვეშ”, – აღნიშნა ლაგერფელდმა. ”აღფრთოვანებული ვარ პარიზის სილამაზით. ღამე ქუჩები და ხეივნები ადამიანებისგან ცარიელდება და ბევრად უფრო ლამაზია, კონტრასტული ღრდილები კი, ნებისმიერ ფოტოს ფილმის კადრად აქცევს”, – დაამატა პატინსონმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები