LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი კინი: საქართველო რთული მეტოქეა

62

დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდი ირლანდიას ესტუმრება.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ბრიტანელთა მწვრთნელმა მარტინ ონილმა ამ თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება ძალიან გვჭირდება და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. უნდა შევეცაცდოთ გოლი არ გავუშვათ. მეტოქე კონტრ შეტევებზე ითამაშებს. ნაკრები მზადაა ამ პრინციპული თამაშისთვის.” – განაცხადა ონილმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ირნალდიელთა კაპიტანმა რობი კინმაც შეაფასა.

”რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, თუმცა ადვილი მატჩი არ გველის.
საქართველო რთული მეტოქეა. გავიხსენოთ წინა მატჩი, მათი დამარცხება ბოლო წუთებზე შევძელით.
მე ვარ ნაკრების კაპიტანი, ამიტომ ჩემი ვალდებულებაა გუნდს ყველაფერში დავეხმარო. ირლანდიელები ამ რთული მატჩისთვის მზად არიან”, – თქვა კინმა.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიისა და საქართველოს მატჩში დუბლინში, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.