ფილმის ”ბანქოს სახლი” ვარსკვლავმა და შონ პენის ყოფილმა მეუღლემ, 49 წლის რობინ რაიტმა მეორედ გადადო ნიშნობა 34 წლის მსახიობთან ბენ ფოსტერთან.
პირველად ნიშნობის შესახებ წყვილმა 2013 წელს განაცხადა, ერთი წლის შემდეგ კი, ერთმანეთს დაშორდა. თუმცა, 2015-ში ისევ ერთად გამოჩდნენ ”ოქროს გლობუსის” დაჯილდოვების ცერემონიაზე და ერთ თვეში დაქორწინებაც გადაწყვიტეს.
სავარაუდოდ, წყვილის დაშორების მიზეზი ასაკობრივი სხვაობაა მათ შორის. ”რობინი ბევრად უფროსია ბენზე, მათ ურთიერთობაში უყვე იყო მომენტები, რასთანაც რობინს ძალიან გაუჭირდა შეგუება”, – ახსნა წყვილის ახლო მეგობარმა.