LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა წამები გადამწყვეტია: დორტმუნდი ტრაგედიას გადაურჩა

44

დორტმუნდში აფეთქებას შესაძლოა მსხვერპლი გამოეწვია, რამდენიმე წამით ადრე რომ მომხდარიყო: ასე პოლიციამ დაასკვნა.
მარკ ბარტრა შესაძლოა ერთადერთი დაზარალებული არ ყოფილიყო.

მოწყობილობა წამებით ადრე რომ აფეთქებულიყო, მთელი ავტობუსი დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა. ასეთ შემთხვევაში სერიოზულ ტრავმებს და შესაძლოა მსვერპლს ვერ ავცდებოდით – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მოგეხსენებათ, დორტმუნდში აფეთქება „ბორუსიას“ ავტობუსის სიახლოვეს „მონაკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ მოხდა. შედეგად დორტმუნდელთა მცველმა მარკ ბარტრამ ხელი დაიზიანა და ოპერაციაც დასჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები