BBC-ის ცნობით, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოცნა 21.5 მილიონი წლის წინ გაჩნდა – ბევრად ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ კოცნა ჩვენი საერთო წინაპრის – მაიმუნის ქცევებში უკვე არსებობდა.
მეცნიერებმა სხვადასხვა სახეობების – მაიმუნების, ლემურების, დათვების და ალბატროსების, ქცევის ანალიზით აღმოაჩინეს, რომ „კოცნა“ ბევრად ფართოდაა გავრცელებული ცხოველთა სამყაროში, ვიდრე აქამდე ეგონათ.
დიდი ალბათობით, კოცნა ნეანდერტალელებშიც იყო გავრცელებული, ხოლო ძველი გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებსა და ნეანდერტალებს საერთო ნერწყვის მიკრობები ჰქონდათ. ეს მიუთითებს, რომ ორი სახეობა ასწლეულების განმავლობაში ერთნაირად ურთიერთობდა.
რატომ გაჩნდა კოცნა?
კვლევა პასუხს ვერ სცემს, თუ რატომ განვითარდა კოცნა, თუმცა არსებობს ჰიპოთეზები:
შესაძლოა, ჩვენი წინაპრები ასე აფასებდნენ პარტნიორის ჯანმრთელობას;
ან ქცევა წარმოიშვა მეგობრული მზრუნველობის ინსტინქტებიდან;
ანდაც, შესაძლოა, ეს ინტიმური გზაა ბიოლოგიური შესაბამისობის შესაფასებლად.