სოცქსელების ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც ამტკიცებს, რომ 2792 წლიდან მოსული მოგზაურია, სამყაროს აღსასრულის თარიღი დაასახელა. ამის შესახებ The Sun-მა დაწერა.
ტიკტოკერი @timetraveler322 ამტკიცებს, რომ წარსულში დროის მანქანით ჩამოვიდა, რომელიც მისმა კომპანიამ გამოიგონა. მოგზაურის თქმით, ეს კაცობრიობის შექმნილი მეორე დროის მანქანაა, ხოლო მას პატივი ერგო მისი მეორე მომხარებელი ყოფილიყო.
@timetraveler322-მა განაცხადა, რომ გამომწერები ეკითხებიან, როდის დადგება სამყაროს აღსასრული და მანაც გადაწყვიტა ეპასუხა.
„დედამიწა განადგურდება 2788 წლის 6 ივლისს გიგანტურ მეტეორთან შეჯახების შედეგად“, – იწინასწარმეტყველა „მომავლიდან მოსულმა სტუმარმა“.
თუმცა ისიც აღნიშნულია, რომ პლანეტის განადგურება არ გახდება კაცობრიობისთვის სამყაროს აღსასრული. „მოგზაური“ ამბობს, რომ იმ დროისთვის ხალხი მარსზე კოლონიას ააშენებს. მეტიც, წითელ პლანეტაზე ყოფნის 17 წლის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ისინი იქ მარტო არ არიან.
მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი სკეპტიკურად ეკიდება @timetraveler322-ის განცხადებებს, მით უმეტეს, რომ მისი წინა წინასწარმეტყველებები არ ახდა.