LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის შედგება Tesla-ს ბიუჯეტური კროსოვერის პრემიერა

115
tesla

კომპანია Tesla ახალ ბიუჯეტურ ელექტრონულ კროსოვერს 2025 წლის პირველ ნახევარში გამოუშვებს. ახალი ელემენტიანი მოდელი კოდური სახელწოდებით Rosewood, ბრენდის სერიულ ხაზში ყველაზე ხელმისაწვდომი ელექტროქარი უნდა იყოს. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდო ღირებულება 25 ათასი დოლარი იქნება. ამ დროისთვის კი Tesla-ს ყველაზე „იაფფასიანი“ ელექტროქარის ფასი ორჯერ უფრო მეტია.

ამერიკული კომპანია ბიუჯეტურ ელექტრო კროსოვერებზე უკვე რამდენიმე წელია რაც მუშაობს. მსგავსი მოდელის გამოშვების გეგმაზე ილონ მასკსაც არაერთხელ უსაუბრია. ხელმისაწვდომი ელექტროქარის გაყიდვას ის ჯერ კიდევ 2020 წელს გეგმავდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის და სხვა ბევრი პროექტის გამო გეგმები შეიცვალა. მაშინ, პრობლემების მთავარ ამოსავალ წერტილად ელექტრონულ პიკაპს Cybertruck-ს ასახელებდნენ.

ამჟამად კი ყველაფერი დალაგდა და ინსაიდერთა ინფორმაციით, ახალი კროსოვერის წარმოება 2025 წლიდან, გერმანიაში უნდა დაიწყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები