LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავიცილოთ თავიდან სიმსივნე : 5 მარტივი რჩევა

23

ადამიანები რომლებსაც ეს დაავადება აწუხებთ, ყველაფერს გაიღებენ თავის გადასარჩენად და ვერც შეედავები. კარგი ამბავი არის ის, რომ ამ დაავადების მკურნალობა შეიძლება და თანაც ძალიან ეფექტურად, ამბობს დაავადებების კვლევისა და მკურნალობის პროფესორი დუაიტ მაქი.

მაქი გვთავაზობს მივყვეთ მარტივ წესებს. ეს რჩევები, უბრალოდ კი არ უნდა გადაათვალიეროთ, არამედ უნდა მისცეთ საკუთარ თავს პირობა, რომ ამას გააკეთებთ. აი რჩევების ჩამონათვალიც:

 

მოერიდეთ სტრესს

ქრონიკული სტრესი თქვენს იმუნიტეტს ანადგურებს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ინფექციების განვითარებას – ეს საწვავია კიბოსთვის. თქვენ გჭირდებათ სასიამოვნო მეთოდი სტრესის მოსახსნელად: ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ეწვიეთ კარტინგებს, დაიწყეთ მარკების შეგროვება. ან უბრალოდ აკეთეთ ის საქმე, რაც ნამდვილად გსიამოვნებთ. სწორედ სიამოვნებაა ამ დაავადების დამარცხების საიდუმლო.

მოერიდეთ ობს

ობი მიკოტოქსინებსა და აფლატოკსინებს შეიცავს. თუ თქვენს სახლში წყალი წვეთავს, ან სააბაზანოში ობის სუნს გრძნობთ, არ დაყოვნდეთ, გამოიძახეთ ექსპერტები, რომლებიც შეაკეთებენ თქვენს წყლის გაყვანილობას.

ივარჯიშეთ რეგულარულად

ნებრასკის უნივერსიტეტის გამოკვლევები ადასტურებს, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ადამიანისთვის ყველაზე ძლიერი წამალია. მკვლევარებმა გამოიკვლიეს 16 ტიპის დაავადება ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ, შეადარეს ერთმანეთს იმუნური ჯაჭვები და აღმოჩნდა, რომ ვარჯიშის შემდგომ ინფექციური დაავადებები, რომელიც მანამდე ორგანიზმში არსებობდა, 15%-ით იყო შემცირებული. შესაბამისად კიბოს დასაძლევად აუცილებელია რეგულარულად ვესტუმროთ სპორტდარბაზებს.

დაეხმარეთ სხვებს

არსებობს გამოკვლევები, რომელიც ამტკიცებს, რომ სხვის მიმართ გაწვდილი დახმარების ხელი, ჩვენს დაავადებებზე დადებითად აისახება. როგორც მკვლევარები ამბობენ, ასეთ დროს იმუნური სისტემა უფრო მეტად ფუნქციონალური ხდება. „მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის ის, რაც სიამოვნებას გვანიჭებს, მათ შორის სხვების დახმარება“- ამბობს მაქი. მეგობრების დახმარება კი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო დავალებაა.

მიიღეთ ვიტამინები

ალბათ დაიღალეთ ამ თემაზე საუბრით, თუმცა D ვიტამინი აუცილებელია ორგანიზმისთვის, პროფილაქტიკისა თუ იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ვიტამინს შეუძლია ორგანიზმში არსებული პრობლემების მოგვარება. თუ მაინც და მაინც ტაბლეტების მიღება არ გსურთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დღეში 10 წუთი სრულიად საკმარისია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო გვიახლოვდება ზამთარი, მით უფრო ნაკლებად გვწვდება მზის სხივები, რომელიც ჩვენს ორგანიზმს D ვიტამინით ავსებს. შესაბამისად ზამთრის პირობებში, აუცილებლად შეიტანეთ დღის რაციონში მზის სხივები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები