LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აწყობენ Tesla Model 3-ს რობოტები (ვიდეო)

62

Tesla Model 3-ს გამოსვლა აგვიანდება, თუმცა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში წარმოება კვირაში 5 000 ავტობილამდე გაიზრდება. იმისათვის, რომ ხალხს ეჭვი არ შეეპაროს, მან გადაწყვიტა აჩვენოს, თუ როგორ გამოიყურება ავტომატიზირებული სააწარმოო ხაზი რეალურ ცხოვრებაში.

კლიპი Fremont-ის ქარხანაშია გადაღებული. ის „განვითარებული“ რობოტების შესაძლებლობებს წარმოაჩენს, რომლებსაც Model 3-ის ასაწყობად იყენებენ. საინტერესოა, რომ თითქმის ყველა ტექნოლოგიურ პროცესს რობოტები აკეთებენ, მათ შორის სავარძლებისა და მოწყობილობა პანელის მონტაჟის პროცესსაც, რასაც სხვა ქარხნებში მუშების დახმარება სჭირდება.

Model 3-ს 500 000-ზე მეტი კლიენტი ელოდება და საინტერესოა, რამდენად დაამშვიდებს ეს ვიდეო მათ.

https://www.youtube.com/watch?v=rBGO2eBA-eo

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები