LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან – ექიმის რჩევა

117
two-parents-and-two-kids-all-sick-in-bed

ყელის წვა და ცხვირში სისველე გაციების პირველი ნიშნებია, რასაც მალევე სხვა სიმპტომებიც ემატება. როგორც წესი, ადამიანთა უმრავლესობას ამ მდგომარეობის დასაძლევად 7-10 დღე სჭირდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად გაციების მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება. ზრდასრულ ადამიანებს ეს პრობლემა წელიწადში 2-3-ჯერ, ხოლო ბავშვებს უფრო ხშირად აწუხებთ.

უმეტესად გაციება ზამთარსა და გაზაფხულზე ფიქსირდება, თუმცა დაზღვეული წლის არც ერთ დროს არ ხართ.

სიმპტომები ასე გამოიყურება:

• ყელის ტკივილი
• სურდო
• ხველა
• ცემინება
• თავის ტკივილი
• სხეულის ტკივილი და სისუსტე

როგორ დავიცვათ თავი
ის ვირუსები, რომელიც გაციებას იწვევს, ერთი ადამიანიდან მეორეზე ახლო კონტაქტით, ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება. რისკების შესამცირებლად რამდენიმე წესი გაითვალისწინეთ:
• ხშირად დაიბანეთ ხელი საპნით.
• მოერიდეთ თვალების, ცხვირისა და პირის ხშირ შეხებას, განსაკუთრებით მაშინ როცა ხელი ახალი დაბანილი არ გაქვთ.
• თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს.
• მიიღეთ ბევრი სითხე და დაისვენეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები