დიეტოლოგმა მშვიდი ძილისთვის აუცილებელი პროდუქტები დაასახელა.
ამერიკელი ექსპერტის სალი პონის აზრით, ძილის წინ ბევრი საკვების მიღება რეკომენდირებული არ არის. განსაკუთრებით ეს მაღალკალორიულ და მწარე საკვებს ეხება. ალკოჰოლზე, ყავაზე, ჩაისა თუ სხვა ძლიერ სასმელზეც უარის თქმა ჯობს.
თუმცა, შიმშილის გრძნობით დასაძინებლად წასვლაც არ არის კარგი იდეა და სპეციალისტი ყველას ხილის, უცხიმო იოგურტის ან რძის მირთმევას ურჩევს.
დიეტოლოგი ამტკიცებს, რომ ადამიანები უკეთ იძინებენ, როცა ტრიპტოფანის შემცველ საკვებს იღებენ, ეს ნივთიერება კი დიდი რაოდენობითაა – რძეში, ინდაურის ხორცში, ქათამში, თევზში, კვერცხში, სოკოსა და მიწის თხილში.
იმისათვის, რომ ძილის ციკლები დაარეგულიროთ, ძილის ხარისხი გააუმჯობესოთ და გაღვიძების შემდეგ თავი არაჩვეულებრივად იგრძნოთ, მელატონინის შემცველი საკვების, მაგალითად – კვერცხის, თევზის და თხილის მირთმევაა სასურველი.