LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ფეხბურთელებს ირჩევენ მოდელები, მომღერლები, მსახიობები

540
5d022072250000a013e30d98

ცნობილი ფეხბურთელები მუდმივად არიან დაკავშირებული პოდიუმის, სცენის და კინოს ვარსკვლავებთან. დღეს სწორედ ასეთ წყვილებზე ვისაუბროთ. რამდენიმე მათგანი უკვე დაიშალა, ზოგი ჯერაც ბედნიერია, მაგრამ ერთი რამ ნაღდია – ასეთი ურთიერთობა ყურადღების გარეშე არ რჩება.

 

სერხიო რამოსი და პილარ რუბიო


„რეალის“ მცველი ყველამ იცის, მისი მომხიბვლელი მეუღლე კი პოპულარული მსახიობი, წამყვანი და მრავალი ტელეპროექტის მონაწილეა. ისინი სამ შვილს ზრდიან.

შეადარე კალაძის და რამოსის ქორწილი: მკაცრი დრეს-კოდი, შავი ბუკეტი და ბავშვების გარეშე (ფოტოები)

ჯიჯი ბუფონი და ილარია დამიკო


ლეგენდარული იტალიელი მეკარის ქალის ნიჭი უსაზღვროა – ის ჟურნალისტია, მსახიობი და თან მონიკა ბელუჩის და როზიტა ჩელენტანოს ახლო მეგობარი. 2016 წელს წყვილს შვილი შეეძინა.

ნახე, რა დაკარგე: ბუფონმა ქალი თანაგუნდელებს წაართვა და მერე ღალატი რადიოთი გააგებინა

პამელა ანდერსონი და ადილ რამი

პემი 20 წლით უფროსია ბიჭზე, მაგრამ ისინი მაინც ბედნიერად გამოიყურებოდნენ. ყოველ შემთხვევაში ასე ეგონა პუბლიკას, როდესაც წითელ ხალიჩაზე დასეირნობდნენ. ცოტა ხნის წინ ურთიერთობა დასრულდა, როდესაც ქალმა ფეხბურთელი ცემასა და ღალატში დაადანაშაულა.

დავიდ დე ხეა და ედურნე

ედურნე მომღერალია და თან იმდენად პოპულარული, რომ ესპანეთს ევროვიზია 2015-ზე წარადგენდა.

მესი და ანტონელა როკუცო


სამაგალითო დედა, ერთგული მეუღლე, ლამაზი ქალი კარგი ფიგურით. ამბობენ, რომ ისინი 5 წლის ასაკიდან იცნობენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ანტონელას მთავარი საქმე კარგი დედობაა, ის წარმატებულია სამოდელო ბიზნესშიც – თანაც მშობიარობების შემდეგ.

მესი ოჯახის გარეშე ასეთი დიდი ვერ იქნებოდა (ფოტოები)

ჟერარ პიკე და შაკირა


მიუხედავად რამდენიმე შვილისა და მშვენიერი ურთიერგაგებისა, წყვილმა დაშორებაზე განაცხადა. მომღერლის თქმით, მიზეზი ეჭვიანობაა, ფეხბურთელს კლიპშიც კი არ მოსწონდა მამაკაცი მსახიობების გამოჩენა.

ქარიმ ბენზემა და რიანა

მათი რომანი 2015-2017 წლებში გაგრძელდა. ვახშამი, სეირნობა, ჩვენებები, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, სანამ მომღერალმა ფეხბურთელს არ აცნობა, რომ ძველ ბიჭს კრის ბრაუნს ვერ ივიწყებდა. არადა ეს ტიპი ქალს გამუდმებით უტყაპუნებდა.

რონალდო და ირინა შეიკი


მართალია, ირინა აღარ არის კრიშტიანოს გოგო, მაგრამ ბევრს ჯერაც გული წყდება მათ დაშორებაზე.

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები


არა მარტო ლამაზი წყვილი, კარგი ოჯახის მაგალითიც არიან. ქალი მოდელია, კაცი რამდენიმე ბრენდის სახე. ზრდიან ოთხ შვილს, აქვთ ერთობლივი ბიზნესი და ყველას მაგალითს აძლევენ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვარსკვლავური ურთიერთობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები