LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახე, რა დაკარგე: ბუფონმა ქალი თანაგუნდელებს წაართვა და მერე ღალატი რადიოთი გააგებინა

2525913-52416970-2560-1440

ბუფონმა ქალი კრისტიან ვიერის წაართვა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ დაქორწინებას დაპირდა. ჯიჯის ღალატზე მან რადიოთი გაიგო.

90-იანი წლების ბოლოს ჯანლუიჯი ბუფონი „პარმაში“ ხტუნაობდა. 20 წლის ბიჭს ნაკრებშიც ქონდა დებიუტი. 2001-ში „იუვემ“ ქვეყნის საუკეთესო გოლკიპერი სარეკორდო 52 მილიონად წაიყვანა.

იტალიის ნაკრებში თითქმის ყველა ფეხბურთელი მოდელს ხვდებოდა ან მანეკენზე დაქორწინდა. ბუფონის თვალწინ კრისტიან ვიერი და ფილიპო ინძაგი ერთმანეთს სისხლს წოვდნენ ჩეხი მოდელის გამო. ჯიჯიმ გოგონას ფოტოები Playboy, Penthouse, Spy-ის და სხვა ტოპ მამაკაცური ჟურნალების ყდაზე ნახა, ვისთვისაც ალიონა სერედოვა მუშაობდა. ინძაგიმდე დ ვიერიმდე ალიონამ დელ პიეროს უთხრა უარი, რომელიც გოგოს გამო ვარჯიშებსაც აცდენდა. იტალიური მედია წერდა, რომ ქალი კალჩოს ანგრევდა, ჯერ ალესანდროს ხვდებოდა, შემდეგ კი პიპოს.

სანამ ინძაგი და ვიერი ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მაგარ თაიგულს გაუგზავნიდა, ბუფონმა გაიცნო და რომანიც გააბა. ფილიპო და კრისტიანი არ გაბრაზებულან.

ალიონა სერედოვა 1978-ში პრაღაში დაიბადა. 15 წლისამ სამოდელო კარიერა დაიწყო, რაც სოციალისტური ჩეხოსლოვაკიისთვის ოცნების ზღვარი იყო. ალიონას გაუმართლა: ქვეყნის გაყოფის შემდეგ მან მოიგო „ვიცე მის ჩეხეთი 1998“ და იმავე წელს მეოთხე ადგილზე გავიდა „მის მსოფლიოზე“. 20 წლის გოგონასთვის ეს იყო ბილეთი ტკბილ ცხოვრებაში. წინადადებები წამოვიდა, მათ შორის 2002-ში ბუფონისგან.

4 წლის შემდეგ, 2006-ის ზაფხულში იტალია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. მარჩელო ლიპიმ გადამწყვეტ მატჩამდე ბიჭებს დასვენების დღე მისცა. ყველა ცოლებსა და მეგობარ გოგონებთან გაიქცა. ბუფონმა ალიონა რესტორანში წაიყვანა. ჯიჯიმ შეთავაზა: თუ იტალია მოიგებდა, დაქორწინდებოდნენ. ბუფონმა ცოლი მოიგო, ფინალში საფრანგეთის დამარცხებით.

მაგრამ ბუფონი მხოლოდ 2011-ში დაქორწინდა. ამ დროისთვის მათ ორი ვაჟი ყავდათ – ლუის ტომასი და დევიდ ლი. ალიონამ კარიერა საკმაო ხანია დაასრულა და თავი ქმარ-შვილს მიუძღვნა.

2014-ის ზამთარში ალიონამ ბავშვები სკოლაში წაიყვანა, თვითონ კი სილამაზის სალონში წავიდა. ის საცობში იდგა და რადიოს უსმენდა. ალიონამ ახალ ამბებში გაიგო, რომ მისი ქმარი გასულ საღამოს ვიღაც ქალთან დააფიქსირეს.

იმავე საღამოს ბავშვებმა ბევრი ახალი სიტყვა გაიგეს მშობლების შესახებ კედლის მეორე მხრიდან. მსოფლიოს საუკეთესო მეკარე რამდენიმე კვირა მეგობართან ცხოვრობდა.

როგორც ნებისმიერი გოგონა მსგავს სიტუაციაში, ალიონაც რაღაცას ელოდა, მაგრამ რას ალბათ თავადაც არ იცოდა. პატიების თხოვნა არ სჭირდებოდა, მაგრამ არც ქმრის დაკარგვა უნდოდა. ბოლოს გაირკვა: ჯიჯი რამდენჯერმე შეამჩნიეს ცნობილ ტელეწამყვან ილარია დამიკოსთან. 2014 წლის მუნდიალისთვის ბუფონი და სერედოვა ოფიციალურად განქორწინდნენ.

 

მას შემდეგ ჯიჯი ბედნიერად ცხოვრობს ილარიასთან. ყოფილი ცოლი კი ფორმაში ჩადგა, რეგულარულად იღებენ თამამ ფოტოსესიებში და თითქოს ყვირის – „ნახე, რა დაკარგე“. ყოფილმა მეუღლეებმა ურთიერთობა მაინც ვერ დაალაგეს. როდესაც ბუფონი „იუვენტუსიდან“ წავიდა, ალიონამ სარკასტულად აღნიშნა, რომ აწი ისევ შეეძლო ტურინელთა ქომაგობა. ამავე დროს შესაძლოა დელ პიერო, ინძაგი და ვიერი ბედნიერები იყვნენ, რომ ბუფონმა ისინი არა მარტო გაშვებულ გოლებს, არამედ მადისღმძვრელი და ვნებიანი ჩეხი ქალისგან იხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები