LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება 35,000$-ად შეფასებული Tesla Model 3

160

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის Tesla-ს მიერ წარდგენილი ახალი მოდელის Model 3 შეძენა 2017 წლამდე არ იქნება შესაძლებელი. თუმცა, მანამ, სანამ ელონ მასქი, რომელიც ამ კომპანიის დირექტორია,  ავტომობილის ისტორიის მეორე ნაწილის დეტალებს გაამხელს, საშუალება გვაქვს თვალი შევავლოთ უახლესი ელექტრომობილის დასრულებულ ვიზუალურ დიზაინს.

როგორც ელონ მასქი ამბობს, ავტომობილი სრული დამუხტვის პირობებში 1,500კმ მანძილს დაფარავს, ხოლო მისი საწყისი ფასი 35,000$-ს აღემატება. თუმცა, აღნიშნავს, რომ ფასთან შედარებით Model 3 ფუნქციები უფრო მრავალფეროვანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ავტომოყვარულებს და განსაკუთრებით კი Tesla-ს გულშემატკივრებს, ძალიან აინტერესებდათ ახალი მოდელის ვიზუალური დიზაინი, რომელიც საიდუმლოს აღარ წარმოადგენს.  ავტომობილის პრეზენტაცია რამდენიმე საათის წინ დასრულდა და დიდი აურზაურიც გამოიწვია… როგორ გამოიყურება 35,000$-ად შეფასებული Tesla Model 3? იხილეთ გალერეა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები