Facebook-ზე ორგანიზაცია Drivetribe-ს გვერდზე გაჩნდა რგოლი ავტომატურ ”მწოლიარე პოლიციელებზე”, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბებისას აქტიურდებიან და ორმოდ გადაიქცევიან. ამ გზით, დამრღვევი მძღოლი დარტყმას ავტომობილის სავალ ნაწილზე იღებს.
მოწყობილობას Actibump-ი ქვია და ის შვედეთის ერთ-ერთ ქალაქშია დამონტაჟებული. ”ავტომატური ორმო” რადარის საშუალებით მუშაობს, რომლის მის წინ არის განთავსებული. თუკი რადარი სიჩქარის გადაჭარბებას დააფიქსირებს, ”პოლიციელი” ორმოს წარმოქმნის, რომლის სიღრმეც 60 მილიმეტრია, ამის შემდეგ კი ისევ სწორ ზედაპირად გარდაიქმნება.