ამერიკელი მეცნიერები რამდენიმე წლის მანძილზე სწავლობდნენ ქალისა და მამაკაცის ფსიქიოლოგიას, გამოკვლევების შედეგად კი, მამაკაცის ის ოთხი ტიპის დადგინდა, რომლებიც ყველაზე მეტად იზიდავენ ქალბატონებს.
მეცნიერებმა სტატია გამოაქვეყნეს, სადაც ქალის აზრით, იდეალური მამაკაცის ტიპი იყო აღწერილი. მართალია, სუსტი სქესის წარმოამდგენლებმა გაითვალისწინეს, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ მათ მაინც აქვთ იმედი, რომ ერთ დღეს აუცილებლად შეხვდებიან მამაკაცს, რომელიც მათ მოლოდინს გაამართლებს და აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
სპეციალისტების განცხადებით, ქალისთვის მთავარი სიმშვიდის, უსაფრთხოების და სტაბილურობის შეგრძნებაა, რადგან მამაკაცში ისინი პირველ რიგში ძლიერ და საიმედო დაცვას ეძებენ. ქალების მთავარ მოთხოვნებს შორისაა გულწრფელობა და სამართლიანობა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მატერიალური მდგომარეობა და ფულის შოვნის უნარი, იუმორის გრძნობა და რომანტიზმი.