ურთიერთობებში ხშირად ჩნდება ნაპერწკალი, რომელიც აუცილებლად განელდება თუ სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ. შესაბამისად გვიჭირს იმის გარკვევა, აქვს თუ არა სიმპათია ჩვენს მიმართ ქალბატონს. ისინი, მუდამ იძლევიან ნიშნებს ამის შესახებ. გაინტერესებთ როგორ გავარკვიოთ მოვწონვართ თუ არა ჩვენს პარტნიორს? მაშინ ყურადღებით გადახედეთ ამ სტატიას.
აქცენტი გრძნობებზე
თუ თქვენი პატრნიორი თბილი სიტყვებით მოგიხსენიებთ, მაგალითად: ბაჭია, ფისო, ან რაიმე „საყვარლობას“ გეძახით, ის პირდაპირ მიანიშნებს, რომ თქვენს მიმართ სიმპათიები გააჩნია. თუმცა, საჭიროა დროულად გამოიჩინოთ ინიციატივა მის მიმართ, თორემ ბაჭიაც და ფისოც ისე გადაიქცევა კამეჩად ან ვირად თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ.
სურს თქვენთან ურთიერთობა
თუ მანდილოსანი თქვენთან ურთიერთობით დაინტერესდა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ის თქვენს მიმართ გულგრილი არაა. შესაბამისად, თუ თქვენც დაინტერესებული ბრძანდებით მისით, აუცილებლად უპასუხეთ მის ინიციატივას. უპასუხეთ ტელეფონზე, სოციალურ ქსელში, ან უბრალოდ ესაუბრეთ.
ეჭვიანობს
შეყვარებული ქალბატონები საკმაოდ ეჭვიანები არიან. შესაბამისად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ თუ თქვენი პატრნიორი ეჭვიანობს, ეს პირდაპირი მინიშნებაა – მას თქვენ უყვარხართ. თუ გსურთ გამოცადოთ მისი გრძნობები, უბრალოდ მიეცით საშუალება იეჭვიანოს და მოიქეცით ისე, როგორც განვითარებული სიტუაცია მოითხოვს.
ზრუნავს თქვენზე
თუ მას თქვენს მიმართ რაიმე ინტერესი გააჩნია, ის აუცილებლად იწყებს თქვენზე ზრუნვას. გაცივდით? და თქვენი მეგობარი გოგონა არ იშურებს რჩევებს? ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თქვენს მიმართ სიმპათიები აქვს.
მოხარულია შენი ნახვით ნებისმიერ დროს
შეყვარებული ქალბატონი მუდამ ელის თავის სატრფოს სარკმელთან. ძირითადათ ისინი მეოცნებეები არიან და შესაბამისად, თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცის მოლოდინი მოსვენებას არ აძლევთ. სწორედ ამიტომ, თუ ის დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში თქვენს მოლოდინშია, მას თქვენ უყვარხართ.
გჩუქნით საჩუქრებს
საყვარელი მამაკაცისთვის, ქალბატონები მუდამ მზად არიან ყველაფერი გაიღონ. შესაბამისად არც ძვირადღირებული საჩუქრების ყიდვას ერიდებიან. ესეც ერთ-ერთი დასტურია თქვენთვის იმის, რომ თქვენს მიმართ გულგრილი არ არის.
ნერვიულობენ თქვენთან ყოფნის დროს
საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობის დროს მანდილოსნების უმეტესობა ძალიან ნერვიულობს. თუ საუბრის დროს წითლდება ან ხმა უკანკალებს, ნიშნავს, რომ საკუთარ თავს უბრაზდება ანუ მას თქვენს მიმართ სიპმათიები აქვს.
სიამოვნებს თქვენი შეხება
თუ თქვენი შეხება სიამოვნებს, ნიშნავს, რომ თქვენს მიმართ გულგრილი არაა. რადგან მან ხელის ჩაკიდების უფლება მოგცათ, უკვე ყველაფერი ნათელია.
გაიძულებთ, რომ იეჭვიანოთ
შეყვარებული ქალბატონი არასდროს არ დაიწყებს სხვა მამაკაცთან სიარულს მანამდე, სანამ არ დარწმუნდება თქვენს გრძნობებში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ პატრნიორი სხვა მამაკაცთან ერთად დაინახეთ – გაეჭვიანებთ. ამიტომ, ნუ დასჯით მკაცრად მან ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ დარწმუნებულიყო მოგწონთ ის თუ არა.
დემონსტრაციას უკეთებს საკუთარ სხეულს
თუ თქვენი თანდასწრებით თქვენი პარტნიორი უცაბედად გაშიშვლდა, ნუ შეგეშინდებათ… ეს მან სპეციალურად გააკეთა. შეყვარებული ქალბატონი მუდამ ცდილობს, სასურველი მამაკაცის ყურადღების ცენტრში იყოს. ამისთვის კი ის ყველაფერს გააკეთებს.