LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებს განქორწინება ადამიანის გარეგნობაზე?

22

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ განქორწინება ისევე ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის გარეგნობაზე, როგორც ალკოჰოლი, ნიკოტინი, ანტიდეპრესანტები და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება.

ბრიტანელი ფსიქოლოგების აზრით, ასეთ შედეგს პირველ რიგში ფსიქოლოგიური ფაქტორი იწვევს, რომელიც სტრესის ჰორმონების დიდი რაოდენობით გამოყოფით არის გამოწვეული. როგორც მეცნიერები აცხადებენ, ასეთი შედეგები მასშტაბური კვლევის შედეგად მიიღეს, რომელშიც 2 ათასამდე განქორწინებული ადამიანი მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ განქორწინება ადამიანს არა მხოლოდ მორალურად აზარალებს, არამედ ჩვეულ ფიზიკურ სახეს უცვლის. ექიმები ირწმუნებიან, რომ ფიზიკური სახეცვლილება პირველ რიგში, წონის საგრძნობლად მომატებას ან დაკლებაში გამოიხატება. გარდა ამისა, ფუჭდება კანის, თმის და ფრჩხილების სტრუქტურა.

თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში ასეთი შედეგი ბუნებრივია არ დგება, თუმცა ბრიტანელი მეცნიერები რეკომენდაციას იძლევიან, რომ განქორწინების გადაწყვეტილება აუცილებლად კარგად გააზრებული უნდა იყოს. ფაქტთან შეგუების მომენტის შემთხვევაში კი არასახარბიელო შედეგები არ დადგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები