LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის

17

ავტომობილებში გარკვეული მძღოლების უმეტესობამ, კარგად იცის როგორ უნდა მოამზადოს სატრანსპორტო საშუალება ზამთრის ცივი დღეებისთვის. თუმცა, არიან ისეთებიც ვინც ასეთ საკითხებში ნაკლებად ერკვევა. თუმცა, ხანდახან საჭიროა თვალი გადავავლოთ, ან გავიხსენოთ პროფესიონალების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

 

საბურავები

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა შევცვალოთ საბურავები. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი: აუცილებლად შეიძინეთ მხოლოდ და მხოლოდ ზამთრის საბურავები და არავითარ შემთხვევაში ყველა სეზონის. დააკვირდით იმასაც, რომ შერჩეულ საბურავს მაღალი ”შიპები” ქონდეს, რაც ავტომობილს ყინვისა და თოვლის პირობებში მოჭიდებას უადვილებს. ამასთან ერთად, აუცილებლად შეათვალიერეთ საბურავის შიდა მდგომარეობაც.

 

ანტიფრიზი

საბურავების შემდეგ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გაგრილების სისტემასა და ყველა ისეთ დეტალს სადაც წყალი მოძრაობს. თუ ჯერ არ შეგიცვლიათ ანტიფრიზი, აუცილებლად შეიძინეთ და განაახლეთ გაგრილების სისტემა. კარგი იქნება თუ ანტიფრიზს ყველა სეზონის პირობებში გამოიყენებთ, რადგან ის არამხოლოდ იცავს ავტომობილს სიცივისაგან, არამედ ხელს უწყობს ავტომობილის ძრავში სიგრილის შენარჩუნებას ცხელი დღეების განმავლობაშიც. გარდა ამისა, აუცილებლად შეიძინეთ სითხე რომელიც თქვენს საქარე მინას ყინულისაგან გაწმენდს, ან დაიცავს საქარე მინის გამწმენდ სისტემას. არ დაგავიწყდეთ, რომ ორივე ტიპის სითხე წყალში უნდა გაურიოთ. მეტი ანტიფრიზი-ნაკლები წყალი.

 

შეამოწმეთ საბარგული

ზამთრის დადგომასთან ერთად, პერიოდულად შეამოწმეთ საბარგული სადაც შენახული უნდა გქონდეთ საბუქსირე თოკი. გარდა ამისა, საბარგულში აუცილებლად უნდა იყოს მოთავსებული ანტიფრიზის დამატებითი მარაგი. ამასთანავე თუ მთაგორიან ქალაქში ან სულაც მთაში გვიწევს მოგზაურობა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ სიტუაციებში თავდაცვის მიზნით აუცილებლად უნდა ვიქონიოთ ე.წ დამხმარე ჯაჭვებიც. თუ თქვენს საბარგულში ჩამოთვლილი ნივთებიდან ვერც ერთს ვერ ხედავთ, დროა მის შეძენაზე დაფიქრდეთ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები