LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიქცეთ თუ გოგონა ტელეფონს არ იღებს?

69

ასეთი შემთხვევები რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად ხდება, რაზეც მამაკაცების უმრავლესობა ბრაზდება. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? დავურეკოთ ისევ? თუ მივწეროთ ესემესი? ვნახოთ რას გვირჩევენ ფსიქოლოგები:

პირველ რიგში გაითვალისწინეთ ის, რომ მრავალჯერადი დარეკვით, საკუთარ თავს იმცირებთ და გარდა ამისა, აწუხებთ კიდევაც მას. შესაბამისად რაც უფრო ხშირად ეცდებით მასთან დარეკვას, მით დააყოვნებს მისი პასუხიც.

თუ პირველი ზარის შემდეგ არ გპასუხობთ, მაქსიმუმ კიდევ ერთხელ სცადეთ დაკავშირება. ასეთი მეთოდით, მის დაინტერესებასაც გამოიწვევთ. გოგონები მიჩვეულები არიან აბეზარ თაყვანისმცემლებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში არ წყვეტენ მათ შეწუხებას. შესაბამისად, თუ თქვენ მხოლოდ ერთი, ან მაქსიმუმ ორი ზარით შემოიფარგლებით, ის თავად ეცდება თქვენთან დაკავშირებას.

გოგონების უმეტესობას თავის დაფასება უყვარს.  შესაბამისად სწორედ ასე იქცევა თქვენთან მაშინ, როდესაც მასთან დაკავშირებას ცდილობთ. მოეწონეთ? მას თავისუფლად შეუძლია თქვენს ნერვებზე ითამაშოს, არ გიპასუხოთ ზარებზე, დაიკარგოს, უარი თქვას თქვენთან შეხვედრაზე.  ასეთ დროს, უმჯობესია თქვენც მის მგსავსად მოიქცეთ, არ დაურეკოთ, ზედმეტად არ შაწუხოთ… სწორედ ეს უბიძგებს მას, რომ თავად განახორციელოს ზარი თქვენს ტელეფონზე, რაც თქვენთვის მინიშნება იქნება – დაიწყოთ მოქმედება.

თუ გოგონას რომანტიული საღამოს შემდეგ ვერ უკავშირდებით, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინეთ. ანუ, თქვენ გადაამლაშეთ სიტუაცია, ან მას რაიმე დააკელით. ასეთ შემთხვევებში კარგი იქნება თუ მასთან კონტაქტს დროებით გაწყვეტთ. თუ მას თქვენს მიმართ სიპმათიები აქვს, ის აუცილებლად თავად გამოვა კონტაქტზე.

საერთოდაც, კარგი იქნება თუ გოგონების მიმართ ზედმეტ ყურადღებას არ გამოიჩენთ. მათ არ უყვართ მომაბეზრებელი პარტნიორები, რომლებიც მუდამ ცდილობენ მათ გაკონტროლებას. ურთიერთობის დროს მათ თავისუფლება უნდა მისცეთ, არ არის საჭირო ყოველ წამს ურეკოთ ან მისწეროთ ესემესი, ასეთი ქცევები მათთვის მომაბეზრებელი და შემაწუხებელია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები