ალბათ ყველა ადამიანს აქვს ისეთი ჩვევები, რომელიც არ მოსწონს და მათ შეცვლაზე უარს არ იტყოდა. შესაძლოა ეს იყო ბევრი კოფეინის მიღება, დილით გაღვიძების პრობლემა ან რამე უფრო რთული და სერიოზული.
არასასურველი ჩვევების გადალახვა მარტივი არ არის, მით უმეტეს მაშინ, როცა მათი არსებობა დიდ ხანს ითვლის. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ შეუძლებელია.
1. განსაზღვრე მექანიზმი
დააკვირდით თქვენს მავნე ჩვევას და გაარკვიეთ თუ როდის, სად ან რა სიხშირით მეორდება ის. არიან თუ არა ჩართული სხვა ადამიანები. იქნებ ამ ჩვევას რაიმე ლოგიკური ახსნაც მოუძებნოთ.
2. ფოკუსირდი იმაზე, თუ რატომ გსურს შეცვლა
რატომ გსურთ ამა თუ იმ ჩვევის შეცვლა? რა სარგებელს მოგიტანთ მისი დამარცხება? მიზეზების ჩამოთვლამ იქნებ საქმე გაგიადვილოთ კიდეც.
3. ერთად უკეთესია
იქნებ გყავთ პარტნიორი ან მეგობარი, ვინც თქვენსავით ამ ჩვევას ებრძვის. მაგალითად, ორივეს გსურთ რომ მოწევას დაანებოთ თავი. სურვილის მარტო გამკლავება შესაძლოა რთული იყოს, თუმცა თუკი ერთმანეთს დაეხმარებით ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი იქნება.
4. ჩაანაცვლე ჩვევა
იქნებ ამა თუ იმ ჩვევაზე მკვეთრად უარის თქმას, მისი სხვა ჩვევით ჩანაცვლება სჯობდეს. მაგალითად, გიყვართ ტკბილეული და მასზე უარის თქმა თქვენთვის წარმოუდგენელია. შოკოლადის ნაცვლად ჩირეული ან უშაქრო ტკბილეული შეიძინეთ და ამ ჩვევას ზედმეტი სტრესის გარეშე გაუმკლავდით.
5. შეახსენე საკუთარ თავს
დატოვე შეტყობინებები, გამოიყენე სტიკერები, წებოვანი ქაღალდები ყველგან სადაც ეს ჩვევა ვლინდება. მაგალითად, აღარ გსურთ გაზიანი სასმლის მირთმევა? მაცივარზე შესაბამისი შინაარსის შეხსენება დატოვეთ.
6. დაიწყე მცირედით
ნუ მოინდომებთ ყველა არასასურველი ჩვევის ერთად მოშორებას და დაიწყეთ მცირედით. მაგალითად თუკი გაზიან სასმელს საკვების ყველა მიღების დროს მიირთმევთ, ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ სადილზე მიირთვით, შემდეგ კი საერთოდ ამოიღეთ მენიუდან.
7. შეცვალე გარემო
თქვენი გარემოცვა თქვენს ჩვევებზე დიდ გავლენას ახდენს. ჩაატარეთ ექსპერიმენტი და მოერიდეთ ადამიანებს ვინც თქვენს მავნე ჩვევებს ხელს უწყობს ან მათ მოშორებაში არ გეხმარებათ. შედეგის სანახავად ერთ ან ორ კვირიანი პერიოდიც საკმარისი იქნება.