საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესამსახური ბილეთების Online გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ბილეთების შეძენა შეგიძლიათ სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შემდეგ ლინკზე – http://gff.ge/tickets.
თუ თქვენ უკვე დარეგისტრირდით და შეიძინეთ ბილეთი, ის მოგივათ თქვენს მიერ რეგისტრაციისას მითითებულ მეილზე, რომელსაც ამობეჭდავთ და მიბრძანდებით სტადიონზე.
იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ტექნიკური ხარვეზი და მეილზე ბილეთი ვერ მიიღეთ, უნდა მიჰყვეთ შემდეგ ინსტრუქციას:
თუ ყიდვისას, წარმატებით განხორციელდა საბარათე ოპერაცია და ბარათიდან ჩამოგეჭრათ თანხა (და არ მოგივიდათ მეილი), ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ბილეთი უკვე გაქვთ. ამ შემთხვევაში, უნდა მიბრძანდეთ “დინამო არენაზე” და სპეციალურად ონლაინ-ბილეთებისთვის გამოყოფილ მე-11 სალაროში აიღოთ კუთვნილი ბილეთი. ამისათვის, მოლარე-ოპერატორს უნდა უთხრათ ის ელექტრონული ფოსტა, რომლითაც დარეგისტრირდით და შეიძინეთ ბილეთი.
გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით სტადიონზე”, – ნათქვამია განცხადებაში.