LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უმკლავდება უგზოობას Seat-ის 7 ადგილიანი კროსოვერი

52

ნახეთ, თუ როგორ უმკლავდება უგზოობას Seat-ის 7 ადგილიანი კროსოვერი. კომპანია Seat-ის სიახლე, რომელსაც სახელად Tarraco ეწოდა ჯერ კიდევ კამუფლაჟშია ჩამალული, თუმცა მწარმოებელმა პირველი ვიდეოთიზერი გამოაქვეყნა, რათა ყველგანმავალის შესაძლებლობებისთვის ხაზი გაესვა.

Skoda Kodiaq-ისა და Volkswagen Tiguan-ის ბაზაზე აწყობილ კროსოვერს მართლაც რთული წინააღმდეგობების გადალახვა შეუძლია და აღმართებზე სიარულში მას გადაბრუნების საწინააღმდეგო სისტემა ეხმარება. ყველგანამავალს მოძრაობის რეჟიმის არჩევის ფუნქციაც ექნება და ამისთვის სულ 6 ვარიანტი იქნება გათვალისწინებული. ძრავების ხაზში კი ბენზინის  1,4 და 2,0 ლიტრის მოცულობის ტურბოაგრეგატები შევლენ.

კროსოვერის სახელი მწარმოებელებმა სპეციალური კონკურსით შეარჩია. 134 ქვეყნის წარმომადგენელმა 146 ათასმა ადამიანმა 133 ათასზე მეტი ვარიანტი მოიფიქრა და ფინალში Tarraco-მ გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ Terraco პირინეის ნახევარკუნძულზე მდებარე რომაული დასახლების სახელი იყო და დღესდღეობით მას საზოგადოება ტარაგონის პროვინციის სახელით იცნობს.

ახალი კროსოვერის პრემიერა 18 სექტემბერს სწორედ ტარაგონის მიდამოებში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები