LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა დაისაჯონ ნასვამი მძღოლები? – „მკაცრია? სამწუხაროდ, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს…“

31

ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები. ბოლო ასეთი ტრაგიკული ინციდენტი 24 იანვარს მოხდა, როცა რუსთაველზე სამი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა და ტაქსში მჯდომი გოგონა გარდაიცვალა. ამ საზარელ ავარიას სოცქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გახშირებულ ავარიებს ასევე ეხმიანება შალვა ოგბაიძე, რომელიც აღნიშნავს:

„დავაკონკრეტებ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა ზომები უნდა გატარდეს ნასვამი მძღოლების მიმართ:

  1. პირველ შემთხვევაში, მართვის მოწმობის უპირობო ჩამორთმევა 6 თვით და გამოცდის თავიდან ჩაბარების პირობით დაბრუნება ჯარიმასთან ერთად.
  2. მეორე შემთხვევაში – მართვის მოწმობის ჩამორთმევა 1 წლით და უკან დაბრუნება ავტოსკოლის სრული ციკლის გავლის და გამოცდის ჩაბარების პირობით და ჯარიმის გადახდის პირობით, ხოლო სხვისი ქონების დაზიანების შემთხვევაში 5-15 დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება.
  3. მესამე შემთხვევაში – მართვის მოწმობის უვადო ჩამორთმევა

მკაცრია?

გერმანიაში (აშშ-ს ბევრ შტატში, ევროპის ბევრ ქვეყანაში) სამწუხაროდ, სხვა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები