მოგზაურებს ურჩიეს, თუ როგორ უნდა იყიდონ იაფი ავიაბილეთები. ამის შესახებ Business Insider-ის მასალაში ვკითხულობთ.
გამოცემის სპეციალისტებმა პირველ რიგში პოპულარული ხერხი – ბილეთის გაფორმების დროს VPN-ის გამოყენება შეამოწმეს. თუმცა, ასეთმა მეთოდმა არანაირი შედეგი არ გამოიღო, ფასები VPN-ის ჩართვის დროსაც უცვლელი რჩებოდა.
თუმცა, შემდეგი მეთოდი ბევრად მომგებიანი აღმოჩნდა – ბილეთების დაჯავშნა ფრენებს შორის ერთ კვირიანი შუალედით, ასეთ დროს საბოლოო ფასი ბევრად დაბალი იყო. ამასთან, ყველაზე ძვირადღირებული დღე კვირა აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგი იდეაა ბილეთის ნაადრევად ყიდვა, თუმცა მაინცდამაინც რამდენიმე თვეზე არ არის საუბარი. შეგიძლიათ ბილეთები მოგზაურობამდე 21 დღით ადრე დაჯავშნოთ, ამ ვადის შემდეგ ფასები იშვიათად მცირდება.