LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვმართოთ ავტომობილი თოვლსა და ყინულზე?

133

ექსპერტებმა რამდენიმე რჩევა მოგვცეს, თუ როგორ სჯობს თოვლსა და ყინულზე ავტომობილის მართვა. პირველ რიგში, პოტენციურად სახიფათო მონაკვეთებზე გაუმართლებელი მანევრებისგან თავი შეიკავეთ და იმოძრავეთ დაბალი სიჩქარით. ასევე, რეკომენდირებულია მეორე, ან მესამე სიჩქარით იაროთ, მიუხედავად იმისა, რა რაოდენობის ყინულია გზაზე. ასევე, საფრთხეს თავიდან აირიდებთ, თუკი თანაბარი „გაზით“ ივლით. თუკი ავტომობილს კრუიზ კონტროლი არ აქვს, დაბალ სიჩქარეზე გადადით და ეცადეთ გაზის სატერფული ერთ მდგომარეობაში გეჭიროთ. სპეციალისტები ამბობენ, რომ არ უნდა შევამციროთ სიჩქარე რაიმე უსწორმასწორობის დანახვისას, რადგან შესაძლოა ავტომობილი მოსრიალდეს. თუკი მაინც მოსრიალდით, ბრუნები შეამცირეთ. ექსპერტების მოსაზრებით, ხანგრძლივი გზის შემთხვევაში, უმჯობესია გზა „ზაფხულის რეზინით“ „შეიგრძნოთ“. ასევე, ბევრი მძღოლისთვის არის ნაცნობი მინების დაორთქლვის პრობლემა, რასაც სალონის ხშირი განიავება შველის. ასევე, ხშირად ჩართეთ ავტომობილის გათბობა, რომ მინების დაბურვა თავიდან ავიცილოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები