კომპანია Audi-მ კაბრიოლეტების – A5 და S5-ის ახალი თაობა ოფიციალურად გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ ახალი მოდელების სტანდარტული აღჭურვილობა უსაფრთხოების სპეციალური მიკროფონებითაა წარმოდგენილი. ისინი გამოიყენება სისტემის ხმოვანი ბრძანებებით მართვისა თუ მულტიმედიური სისტემის გასაკონტროლებლად.
კაბრიოელეტები წარმოდგენილია ქსოვილოვანი ჭერით, რომელიც ავტომატური გახსნის ფუნქციითაა აღჭურვილი. სრულად გახსნის პროცესი 15 წამს გრძელდება, ხოლო სრულ დახურვას ავტომობილი 18 წამს ანდომებს. აღსანიშნავია, რომ ამ ფუნქციის გამოყენება 50 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების დროსაც შესაძლებელია.
კაბრიოლეტი A5 წარმოდგენილია რამდენიმე ტიპის აღჭურვილობით. პირველი – ბენზინის გამწევით, რომელიც ტურბინირებულია და მისი ტევადობა 2 ლიტრს შეადგენს. სიმძლავრე 252 ცხენის ძალის ერთეულითაა განსაზღვრული. ასევე არსებობს ავტომობილის საწვავის სხვა ტიპის ვარიანტი: წყვილი დიზელის აგრეგატით, რომელიც 190 და 218 სიმძლავრისაა.
სტანდარტული Cabriolet A5 და S5 ცენტრალური განათების სპეციალური სისტემითაა დაკომპლექტებული, რომელსაც განათების სხვადასხვა რეჟიმი გააჩნია. კომპანიის გადაწყვეტილებით, ახალი ,,ლამაზმანი’’ აღჭურვილი იქნება განსხვავებული მულტიმედიური სისტემითა და Audi MMI Radio Plus-ის სერვისით, ასევე 7 ინჩიანი დისფლეით, რომელიც სავარაუდოდ ფიზიკური ღილაკების ნაცვლად, touch ტექნოლოგიაზე იმუშავებს.
კაბრიოლეტების Audi A5-ისა და S5-ის ახალი თაობის გაყიდვა ევროპაში 2017 წლის მარტში დაიწყება. ფასები A5-ზე 49350 ევროდან იწყება, ხოლო S5-ის ღირებულება 67800 ევროს შეადგენს.