ყველაზე ხელმისაწვდომი და ამავდროულად ყველაზე კომპაქტური ავტომობილის გაყიდვებით უკმაყოფილო Lexus ახალი ავტომობილის წარმოებას გეგმავს. იმის გამო, რომ ჰეჩბეკმა Lexus CT200h, რომელიც Prius-ის პრემიალურ ვერსიად ითვლება, ვერ გაამართლა კომპანიის იმედები, Lexus-ის ევროპული დანაყოფის ხელმძღვანელმა ალენ უიტენჰოვენმა განაცხადა, რომ გეგმავენ დაამზადონ ახალი კროსოვერი, რომელიც ზემოთხსენებულ ჰეჩბეკს ჩაანაცვლებს და ჰიბრიდული ძრავით იქნება აღჭურვილი.
ჯერ კიდევ გასულ წელს, კომპანიაში აქტიურად საუბრობდნენ ახალი თაობის ავტომობილის დამზადებაზე, რომელიც კროსოვერების სეგმენტში გადატრიალებას მოახდენდა. 2015 წლის ჟენევის ავტოშოუზე Lexus-მა კონცეპტუალური მოდელი LF-SA წარადგინა და სავარაუდოა, რომ ახალი სერიული ავტომობილი სწორედ LF-SA გახდება.
CT200h-ის ჩანაცვლება არაუგვიანეს 2 წელიწადში იგეგმება, მათი განცხადებით ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ დამზადდეს ახალი ჰიბრიდული მოდელი, რომელიც NX300h-ს სახელით იქნება ცნობილი. ახალი ავტომობილი, აღჭურვილი იქნება უკანასკნელი თაობის Prius-ის პლატფორმაზე, რომელიც TNGA-ს სახელითაა ცნობილი.
უიტენჰოვენის განცხადებით, უახლესი მოდელი ულტრაკომპაქტური და ულტრათანამედროვე ავტომობილი იქნება, რომელიც კროსოვერების დამზადების ტექნოლოგიებს თავდაყირა დააყენებს…

