საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქალბატონებს ბედნიერებას შოპინგი ანიჭებს. თუმცა როგორი შოპინგი სურთ მათ? ამ კითხვაზე პასუხი Agent Provocateur-მა იპოვა.
კომპანიამ სამოდელო სააგენტოში მომუშავე გოგონებს დაავალა შეერჩიათ მაღაზია, სადაც ისინი შოპინგზე მიბრძანდებოდნენ და საკუთარი სურვილებისამებრ აარჩევდნენ სამოსს. გოგონებმა ეს დავალება პირნათლად შეასრულეს, ხოლო კომპანიამ მათ სრულიად მოულოდნელად ფოტოსესია მოუწყო.
საერთო ჯამში, კომპანიას კარგი ფოტოსესიაც გამოუვიდა და გოგონებიც ძალიან გაახარა მსგავსი მიდგომით. რაც ყველაზე მთავარია, კომპანიამ ამოხსნა საიდუმლო : როგორი შოპინგი სურთ ქალებს?
დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რამდენად პოპულარული გახდება მსგავსი შოპინგი საქართველოში თუმცა, მამაკაცების საყურადღებოდ ვიტყვი – მიეცით თქვენს მეორე ნახევრებს თავისუფალი შოპინგის საშუალება. დაქალთან ერთად უნდა საყიდლებზე წასვლა? მიეცი მას ამის უფლება. ის ბევრად უფრო ბედნიერი დაგიბრუნდებათ სახლში.