კომპანია ”Dartz Motorz”-მა გაავრცელა გამოსახულება, რომელიც გვაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს დონალდ ტრამპის ავტომობილი. ფოტოზე აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი მეუღლესთან და მოოქროვილ ყველგანმავალთან ერთად არის წარმოდგენილი.
ამ მომენტისთვის ლატვიური კომპანია ყველგანმავალ ”Black Alligator”-ზე მუშაობს, რომლის საფუძვლადაც Mercedes-AMG GLS 63-ია გამოყენებული. განსაკუთრებული ავტომობილის განმასხვავებელი საჭე იქნება, რომელიც 30 000 დოლარი ღირს. მისი გაფორმებისას თეთრი ოქრო, 292 ბრილიანტი, ორი ლალი, ალიგატორისა და სკაროსის ტყავი (თევზია) გამოიყენეს.
”Black Alligator”-ი პროექტ ”Black Shark”-ის ლოგიკური გაგრძელება იქნება, რომელსაც ავტორებმა ”XXI საუკუნის ჯაშუშური ავტომობილი დაარქვეს”. ჯავშნიანი ყველგანმავალის ძარის პანელებს B7 კლასის ბალისტიკური დონის დაცვა აქვს და ავტომობილს მაგნიტური ყუმბარებისგან იცავს.
თუმცა, უკვე ცნობილია, რომ დონალდ ტრამპის ოფიციალური ავტომობილი ”კადილაკის” ლიმუზინი გახდება, რომელიც მიჩიგანში საცდელ პოლიგონზე ამ ზაფხულს შენიშნეს. საპრეზიდენტო ავტომობილი მზად ინაუგურაციისთვის უნდა იყოს, რომელიც 2017 წლის 20 იანვარს შედგება.