LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი უნდა იყოს XXI საუკუნის კომპაკტვენი?

26

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა ახალი ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია წარადგინა, სახელწოდებით Budde რომლის ორიგინალური ვერსიაც პირველად 60-ან წლებში გამოჩნდა. ავტომობილის პრემიერა ლას-ვეგასში გამართულ ელექტრონიკის გამოფენაზე CES-2016 მოხდა.

ავტომობილის გაბარიტები ასეთია: 4597 მილიმეტრი სიგანე, 1940 მილიმეტრი სიმაღლე, ხოლო 1835 მილიმეტრი სიმაღლე, დისკების ზომა კი 3151 მილიმეტრია. Budd-ი აღჭურვილია დიოდური განათების სისტემით, 21 დიუმიანი ალუმინის დისკებითა და მზის ბატარეებით, ეს უკანასკნელი კი ავტომობილის სახურავზეა მოთავსებული.

ახალი კომპაკტვენის მართვას სამი სენსორული ტიპის დისპლეი უზრუნველჰყოფს, რომელიც ჟესტების ენაზეც ”საუბრობს”. გარდა ამისა ავტომობილს გააჩნია ხმოვანი ბრძანებების სისტემაც, რომლის გააქტიურებაც Hello Budd-ეს წარმოთქმით შეიძლება. ხმოვანი ბრძანებების მიხედვით სისტემას შეუძლია ზუსტად ის ადგილი გაათბოს, ან გააგრილოს საიდანაც ხმა მოდის.

Volkswagen Budd-ის კაპოტქვეშ მოთავსებულია 101 კილოვატიანი ჰიბრიდული ტიპის 2 ძრავი, რომელთა საერთო სიმძლავრე 205 ცხენის ძალას შეადგენს. 100კმ/სთ სიჩქარეს კომპაკტვენი 6,9 წამში ანვითარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 180კმ/სთა. 100%-ით დამუხტვის შემთხვევაში ავტომობილი 533 კილომეტრამდე მანძილს დაფარავს, ხოლო მის 80%-მდე დამუხტვას, სულ რაღაც ნახევარი საათი სჭირდება.

ამ ყველაფერთან ერთად ავტომობილის სალონში უამრავი ულტრათანამედროვე მოწყობილობებია ჩამონტაჟებული, რაც მგზავრობას კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის. მისი შეძენა მომხმარებლებს 2018 წლიდან შეეძლებათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები