უცნობმა კომპანიამ გამოუშვა ელექტროჰიპერქარი, რომელიც 100 კილომეტრს 1,5 წამში ავითარებს. ორკარიანმა Ararkis Sandstorm-მა ორ ძრავიანი აგრეგატი და 115 კილოვატ საათიანი სიმძლავრის ელემენტი მიიღო. ჰიპერქარის ტირაჟი 20 ეგზემპლარი იქნება, ფასი – 2 მილიონი დოლარიდან დაიწყება.
ჰიპერქარის ავტორი ლონდონში დარეგისტრირებული კომპანიაა და მოდელის მაქსიმალური სიჩქარე საათში 300 კილომეტრს შეადგენს. მართალია, ავტომობილი მხოლოდ რენდერებზე არსებობს, თუმცა მისი რეალიზების შანსები ძალიან დიდია.
115 კილოვატ საათიანი სიმძლავრის ელემენტის 0-დან 80%-მდე დამუხტვას 30 წუთი, ხოლო საყოფაცხოვრებო დენცქვიტას სრულად დასამუხტად – 13 საათი დასჭირდება. მოსალოდნელი სვლის მარაგი 500 კილომეტრი იქნება.


